აბსტრაქტი
ტერმინების განმარტება
სიტუაციური ანალიზი
ლიტერატურის მიმოხილვა
საკვლევი საკითხი
მიზნები და ამოცანები
შრომითი ბაზარი
კვლევა 1
ინტერვენცია
კვლევა 2
დანართები
ბიბლიოგრაფია
- ჩატარებული კვლევის რაობის, მიმდინარეობის, შედეგების მოკლე ანგარიში
ტერმინების განმარტება
- არაფორმალური (nonformal), არაფორმალური (informal), ფორმალური (formal) განათლების რაობა
სიტუაციური ანალიზი
- არსებული სიტუაციის ანალიზი, თემის მნიშვნელობა და აქტუალურობა, კვლევის ჩატარების მიზეზები, საკვლევი საკითხის მნიშვნელობა და რაობა
ლიტერატურის მიმოხილვა
- რას ნიშნავს არაფორმალური განათლება, როგორია მსოფლიო პრაქტიკა და ისტორია ამ კუთხით, არაფორმალური განათლების წარმოქმნის და დამკვიდრების მიზეზები, ძირითადი განსხვავებები ფორმალურ და არაფორალურ განათლებას შორის, რა პრობლემასთან არის დაკავშირებული მსგავსი ტიპის სწავლება და როგორია საკანონმდებლო ბაზა საქართველოში.
საკვლევი საკითხი
- ამ თავში აქცენტი გაკეთებულია საკვლევი საკითხის შერჩევასა და მის მნიშვნელობაზე
მიზნები და ამოცანები
- წინამდებარე თავში გაანალიზებულია პროექტის განხორციელების მიზნები და ამოცანები, რომლის მიღწევასა და განხორციელებასაც კონკრეტული დროის ფარგლებში კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით გეგმავს მკვლევართა ჯგუფი
შრომითი ბაზარი
- მოცემულია შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნადი პროფესიების კვლევის მოკლე ანგარიში დასაქმების საიტებზე გამოქვეყნებული ყველაზე ხშირი ვაკანტური ადგილების მიხედვით
კვლევა 1
- წინამდებარე თავში გაანალიზებულია კვლევის შედეგები, რომელიც სტუდენტებში და უფროსკლასელებში ყველაზე პოპულარულ და საინტერესო პროფესიად ითვლება და რომელთა დაუფლებასაც გეგმავს პოტენციური მსმენელი არაფორმალური განათლების ფარგლებში. გამოყენებულია თვისებრივი (ფოკუს-ჯგუფები) და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები (კითხვარი), შესწავლილია სამიზნე ორგანიზაცია, მასში არსებული სიტუაცია, გამოვლენილია ხარვეზები და შემუშავებულია ინტერვენციის გზები.
ინტერვენცია
- მოცემულ თავში აღწერილია ინტერვენციის დაგეგმვის და განხორციელების ეტაპები, კვლევის საფუძველზე შემუშავებული ინტერვენციული, თანმიმდევრული ქმედებები, სინთეზური პროგრამები, შეთავაზების და პიარის გზები და შედეგები.
კვლევა 2
- დადგენილია მოზიდულ მსმენელთა კმაყოფილების დონე სამთვიანი, ანუ პირველი ეტაპის სწავლების ფონზე, გაანალიზებულია სწავლების შედეგები. გამოყენებულია რაოდეობრივი კვლევის მეთოდი (ინსტრუმენტი - კითხვარი)
დანართები
- კითხვარები, შემუშავებული სინთეზური პროგრამების მაგალითები
ბიბლიოგრაფია
- ჩამოთვლილია ლიტერატურა, რომელიც გამოყენებულია ლიტერატურის მიმოხილვის დროს
Комментариев нет :
Отправить комментарий