ლიტერატურის მიმოხილვა




საგანმანათლებლო ლიტერატურაში ალტერნატიული განათლების სისტემა, სხვა ტერმინებთან ერთად,  გულისხმობს “ღია სისტემას“, „არაფორმალურ განათლებას“, დისტანციურ სწავლებას,“ და “არაკონვენციურ სწავლებას“.

ეს ყველაფერი, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთის სინონიმებადაც მოიხსენიება.
ერთ-ერთი განმარტებით,  არაფორმალური სწავლება - ეს არის  კომუნიკაციის  პროცესში  სხვა მონაწილეებთან ერთად სასწავლო მასალის საფუძველზე შემსწავლელთა მიერ საკუთარი ცოდნის აქტიური კონსტრუირების პროცესი,  უნარი და მორალურ-პიროვნული თვისებები.

1967 წელს აშშ-ში ჩატარებულ  საერთაშორისო კონფერენციაზე  გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც,  ბევრი ქვეყანა ხშირად  დგებოდა ფორმალური განათლების დაფინანსების სირთულის წინაშე, რაც თავის მხრივ,  საგანმანათლებლო და ეკონომიკური ზრდის ფეხდაფეხ სვლას უშლიდა ხელს, გამოიტანეს დასკვნა,  რომ ოფიციალური საგანმაათლებლო სისტემები ძალიან ნელა ახდენდნენ სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებთან ადაპტირებას  და მათი განვითარება აფერხებდა არა მარტო საკუთრივ კონსერვატიზმს, არამედ საზოგადოების ინერციასაც.

აქედან წამოიშვა არაფორმალური განათლების ფართოდ დამკვიდრების მოთხოვნაც.
არაფორმალურ განათლებას მიაკუთვნეს ყველა ორგანიზაციული სასწავლო ქმედება, რომელიც ხორციელდებოდა დაწესებულ ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის მიღმა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდი როლი შეასრულა იმ ფაქტორმაც, რომ ადამიანები  მიხვდნენ - კაცობრიობის განვითარება, პირველ რიგში, თვით მათ მონდომებაზე იყო დამოკიდებული. დადგა აუცილებლობა, გაცილებით მეტი ყურადღება მიექციათ  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ამან გამოიწვია ფორმალური  განათლებისადმი ახლებური მიდგომა და მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა არაფორმალურს.

პროფესორმა ტიმ სიმკინსმა არაფორმალური განათლების პროგრამის გაანალიზების შედეგად, მათი მიზნების, ვადების, მეთოდების და კონტროლის მექანიზმების გათვალისწინებით, ფორმალური და არაფორმალური განათლების იდეალური მოდელების შედარებისთვის საკმაოდ საინტერესო ცხრილი შემოგვთავაზა.

ცხრილი 1.

განათლება


ფორმალური

არაფორმალური
მიზნები
გრძელვადიანი და ზოგადი

მოკლევადიანი და სპეციფიკური
დრო
ხანგრძლივი ციკლი, სრული დღე

მოკლე ციკლი, არასრული დღე
შინაარსი სტანდარტიზირებული, ორინეტირებული სასწავლო მასალის ძირითად საფუძვლებზე ინდივიდუალიზირებული, შედეგზე ორიენტირებული

აკადემიური

პრაქტიკული

მყარად სტრუქტურირებული

მოქნილი, ინდივიდზე ორიენტირებული
   მიღების მოთხოვნები განსაზღვრავს სტუდენტთა კონტიგენტს მსმენელები (სტუდენტები) განსაზღვრავენ მიღების მოთხოვნებს
ადგილი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც არ არის ორიენტირებული საცხოვრებელთან სიახლოვეზე ორიენტირებულია საცხოვრებელთან ახლო მდებარეობაზე
რესურსების ხარჯვითი წილი
ხარჯვითი ნაწილი დიდია

ეკონომიურია
კონტროლი
შინაგანი/ იერარქიული

თვითმმართველი/ დემოკრატიული

ტონი ჯეფი და მარკ სმიტი ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის სხვაობას საგანმანათლებლო პროგრამის კონსტრუირების საფუძველზე ახდენენ. მათი თქმით, ფორმალური განათლება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ზემოდან ქვემოთ, ხოლო არაფორმალური ქვემოდან ზემოთ ორგანიზებული სტრუქტურა. პირველ შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამები განისაზღვრება  სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო მეორე შემთხვევაში -  ის საზოგადოების, ინდივიდების მოთხოვნის საფუძველზე დგება.

საინტერესოა მოსწავლე-მასწავლებელს, ან ლექტორ-სტუდენტის ურთიერთობის  სპეციფიკაც.

მოსწავლე აღიქმება როგორც მასწავლებლებთან გათანაბრებული საგანმანათლებლო სუბიექტი. აღიარებულია მათი პიროვნული თანასწორობა, უფრო მეტიც, არაფორმალური განათლებაში გამორიცხულია იერარქია, ამიტომ მასში მიღებულია ტრადიციული სიტყვების (მოსწავლე, მასწავლებელი, აღმზრდელი, აღსაზრდელი) უგულებელყოფა.  ამის ნაცვლად იყენებენ ტერმინებს, რომლებიც ახასიათებს მათ როლს საგანმანათლებლო პროცესში: წამყვანი და მონაწილე. შესაბამისად, იცვლება მასწავლებლის როლის აღქმა.  ის აღარ არის ინფორმაციის წყარო,  არამედ ხდება წამყვანი - ჯგუფური სამუშაო პროცესის მოდერატორი. შესაბამისად, წამყვანის ამოცანაა, ორგანიზება გაუკეთოს  სასწავლო პროცესს და   მიაწოდოს მონაწილეებს სასწავლო მასალა. ყველა მონაწილის პიროვნული თანასწორობა და სუბიექტურობა  საგანმანათლებლო ურთიერთმოქმედების პროცესის საფუძველს წარმოადგენს. ჯგუფების არსებობა არაფორმალური განათლების ერთ-ერთი პრინციპია, ხოლო  ჯგუფებს  შიგნით ურთიერთმოქმედება - არაფორმალური განათლების შესწავლის მექანიზმის საფუძველი. ჯგუფების არსებობა მონაწილეების მოტივაციას აძლიერებს პირადი ,  ასევე ჯგუფური მოტივების ხარჯზე  (საერთო მიზნის ერთობლივი მიღწევა, საერთო იდეების რეალიზაცია).  ბოლო ფაქტორი არამარტო მოქმედებს მოტივაციაზე და ჯგუფური მუშაობის ხარისხზე, არამედ აძლევს გარკვეულ ფორმატს, რომელიც დამოკიდებულია მიზნებსა და იდეებზე, სხვა სიტყვებით, ჯგუფი წარმოადგენს მთავარ ფაქტორს, რომელიც აუცილებელია საგანმანათლებლო  მიზნების მისაღწევად არაფორმალურ განათლებაში.

არაფორმალურ განათლებაში მონაწილე სუბიექტის  კიდევ ერთ კვლევას წარმოადგენს საყრდენი მის პირად ინტერესზე. ვარაუდობენ, რომ მონაწილეს შეუძლია საკუთარ სამეცნიერო ინტერესზე საორიენტაციოდ ზუსტად განსაზღვროს თავისი აქტუალური მიზნები და ამოცანები, შემდეგ ამოირჩიოს მოქმედება, რომელიც მისცემს მას დასახული მიზნების მიღწევის საშუალებას.

ამგვარად, მონაწილის პირადი მოტივაცია,  აღმოცენებული სასწავლო თემის ჩარჩოებში,  მონაწილის მიერ თემის საუკეთესოდ ათვისების გარანტიაა. მოტივაცია უბიძგებს მონაწილეს საჭირო მოქმედებისთვის და საჭირო შინაარსისთვის. არაფორმალური განათლების მიდგომა ასაბუთებს, რომ ცოდნა არ შეიძლება იყოს აბსტრაქტული. ის შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ცალკეული ადამიანის პიროვნულ კონტექსტში და იყოს  დამოკიდებული მის  გამოცდილებაზე , მიზანსა და ცხოვრებისეულ წესებზე.

არაფორმალური განათლების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ კონტექსტი მასში იქმნება დინამიკურად განათლების პროცესის ფეხდაფეხ, იმის მიხედვით, თუ როგორ იკვლევენ მონაწილეები შინაარს და როგორ აწარმოებენ თავისი შემოქმედების მიზნის და ფორმის განსხვავებულ არჩევას.

აქცენტი მოქმედებაზე -  ეს არაფორმალური განათლების კიდევ ერთი თვისებაა. ის რეალიზდება მონაწილის დამოუკიდებელ მოქმედებაში. ფაქტობრივად, არ იმყოფება ზეწოლის ქვეშ მასწავლებლის მხრიდან. მონაწილეს შეუძლია მიიღოს ესა თუ ის კომპეტენცია  მხოლოდ  მოქმედებით.   არაფორმალური განათლება -  ეს არის „ ყოველი სისტემის გაკვეთილი,   რომელიც შეიცავს მთლიანობის მთელ ფორმულას.“
რომ შევაჯამოთ შედეგი, შეიძლება გამოვყოთ ძირითადი თეორიული პრინციპები, რომელსაც ეყრდნობა არაფორმალური განათლება:
  • ყველა მონაწილის სუბიექტურობა
  • პიროვნული ურთიერთმოქმედება, როგორც საფუძველი საგანმანათლებლო საქმიანობისა
  • ჯგუფური მუშაობა
  • მასწავლებელი- მენტორი
  • აქცენტი პირად ინტერესზე
  • კონტექსტური მიდგომა
  • აქცენტი მოქმედებაზე
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია ( AEAG, მარტი, 2012 წელი) არაფორმალურ განათლებას საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომდროინდელი პერიოდიდან მიმოიხილავს და ძრავის ფუნქციის მატარებლად სამოქალაქო საზოგადოებას - არასამთავრობო სექტორს ასახელებს.

 „მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის სახელმწიფო ვერ აფინანსებს საჭირო თანხებით არაფორმალურ განათლებას, რომელიც ბოლო წლბეში განვითარდა საგანმანათლებლო ბაზარზე, გარკვეულწილად, ამ სფეროს წახალისებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არ არსებობს მკაცრი წესები, რეგულაციები, რომლებიც შეზღუდავდა ასეთი ტიპის საგანმანათლებლო მომსახურების პროვაიდერთა საქმიანობას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ორგანიზაციას ვერ მოჰყავს ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც ზრდასრულთა არაფორმალური განათლებაში ჩართულობის რეალურ შედეგებს გვაჩვენებდა, თუმცა ამ ტიპის სწავლების ქართულ შედეგებზე მათ ხელთარსებულ სხვა კვლევების  საფუძველზე საუბრობს.

მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელიც სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის dvv  international-ის მიერ ჩატარდა,  2004 წელს 18-70 წლის ასაკობრივ ჯგუფებში  სასწავლო პროგრამებში გამოკითხულთა მხოლოდ 10% იყო ჩართული, 2005  წლის მონაცემებით კი თბილისსა და შიდა ქართლში ეს მაჩვენებელი 5.2% გახლდათ.

დოკუმენტში განხილულია სხვა კვლევებიც, რომლის თანახმადაც  ასაკოვანი ადამიანები, რეგიონის მაცხოვრებლები და შეზღუდული შესაძლებლობების პირები ნაკლებად არიან ჩართულნი სასწავლო პროგრამებში. გენდერული განსხვავებები კი, ამ მხრივ, უმნიშვნელოა.

„გამოიკვეთა,  რომ  ახალგაზრდები  მეტად  არიან  დაინტერესებულები  და  ჩართული    განათლებაში,  ვიდრე  შედარებით  ასაკოვანი  პირები.  2005  წლის  მონაცემით  იმ            ადამიანთა  საშუალო  ასაკი,  რომლებიც  რაიმე  ტიპის  განათლებას  იღებენ,  26  წელია   (მინიმალური  19,  მაქსიმალური  76);  ზრდასრულთა  განათლების  არმიღების                    ძირითადი    მიზეზად  რესპონდენტები  ასაკს  ასახელებენ;    46­49  წელი  აღქმულია,      როგორც  არაადეკვატური  რაიმე  ტიპის  განათლების  მისაღებად.    ზრდასრულთა განათლება  დედაქალაქში  მცხოვრებთათვის  უფრო  მეტად  ხელმისაწვდომია,  ვიდრე რეგიონში მაცხოვრებელთათვის.

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის მიერ 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბერში 98 ორგანიზაციის ანკეტირების მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულთა განათლების პროვაიდერები ძირითადად თბილისშია თავმოყრილი.
კურსების  ხანგრძლივობა  მერყეობს  1  თვიდან  წელიწადნახევრამდე,  ხოლო  ფასი  ­100­დან  1000  ლარამდე  (4­450  ევრო),  თუმცა  არის  უფასო  კურსების  შემოთავაზებაც (15%).  ტრენინგ  პროვაიდერთა  უმეტესობა  იყენებს  დაფინანსების  მხოლოდ  ერთ          წყაროს  ­  ძირითადად  თვითდაფინანსებას,  დაახლოებით  ნახევარს  აფინანსებს              საერთაშორისო  ორგანიზაციები.  

ტრენინგ    პროვაიდერების  კლიენტურაში  უმნიშვნელოდ  ჭარბობენ  ქალები.  ტრენინგ პროვაიდერების  მიერ  გაცემული  საბუთები  (სერტიფიკატი,  მოწმობა,  დიპლომი),        უმეტეს  შემთხვევაში,  ოფიციალურად  არაა  აღიარებული,   თუმცა  გამოკითხულთა       მტკიცებით,  ის ხელს  უწყობს  კლიენტთა  დასაქმებას.  

პრობლემები:

ფინანსური  სტაბილურობის  ნაკლებობა  ­  პროვაიდერთა  79%   ძირითადად თვითდაფინანსებაზეა,  თუმცა  კურსების  ფასი  საკმაოდ  დაბალია.   მხოლოდ დაწესებულებათა  მეათედი  სარგებლობს  სახელმწიფო  დაფინანსებით.   საინტერესოა, რომ  პროვაიდერთა  უმეტესობა  (62%)  დაფინანსების  მხოლოდ  ერთ  წყაროს  იყენებს.
განათლების  აღიარების  მექანიზმების  არარსებობა  ­  მსმენელთათვის  გაცემული            მოწმობების  შემთხვევათა  53%­ში  საბუთი  საერთოდ  არ  არის  აღიარებული,  15%-­ის საბუთს  აღიარებს  განათლების  სამინისტრო,  8%­ისას  ­  სხვა  სახელმწიფო  დაწესე ბულებები.  საერთაშორისო  ორგანიზაციები  აღიარებენ  პროვაიდერების  31%-ის საბუთს.“ - ნათქვამია დოკუმენტში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ სექტორში არსებული პრობლემები გამოავლინა და მათი  გადაწყვეტის მიზნით, რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რომელიც კანონმდებლობის დახვეწას და ევროკავშირის  2012 წლის ,,არაფორმალური განათლების აღიარების‘’ რეკომენდაციების საფუძველზე  ევროკავშირის  მიერ შემუშავებული პირადი რეზიუმეს EUROPASS სტანდარტის ჩარჩოს  დანერგვას გულისხმობს.  ეს ნებისმიერი ფორმით მიღებული განათლების,  გამოცდილებისა და შესაძლებლობების გამოვლინების საშუალებას შეუწყობს ხელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალური განათლების აღიარება უკვე დღის წესრიგში დგას. საქართველოში ევროკავშირის რეკომენდაციის განხილვა დაიწყო.

Комментариев нет :

Отправить комментарий

 

Sample text

Sample Text

Sample Text