XXI საუკუნეში ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს
ფაქტორად საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტური განხორციელება ითვლება. თითქმის ყველა
ქვეყნის ეკონომიკური, თუ პოლიტიკური სტაბილურობა და სიძლიერე საგანმანათლებლო სისტემის
განვითარების თანმდევ პროცესს წარმოადგენს. პროფესიონალი კადრები კონკრეტულ სფეროში
წარმატებისა და წინსვლის უპირობო გარანტიაა. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ქვეყნის
განვითარებაზე აისახება.
ხშირ შემთხვევაში, ცალკეულ სფეროში მომზადებული კადრები
შრომითი ბაზრის მოთხოვნებს ნაკლებად აკმაყოფილებენ. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც მიწოდება მოთხოვნას ბევრად აღემატება. შესაბამისად,
სამუშაო ადგილების არსებობის სიმწირე, უმუშევრობის დონის ზრდას იწვევს. ეს და სხვა
მნიშვნელოვანი ფაქტორები არაფორმალურ განათლებაზე მზარდ მოთხოვნას განაპირობებს. სწორედ
ამიტომ სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, არაფორმალური განათლების
მიღება კონკრეტული ინდივიდებისთვის გარდაუვალ აუცილებლობად ითვლება.
რა არის არაფორმალური განათლება? რა განაპირობებს მის საჭიროებას? რა ასაკობრივ კატეგორიაზეა
გათვლილი? რა განსაზღვრავს მის ახლანდელ მდგომარეობას? რა არის სამიზნე აუდიტორიის
მოთხოვნები? არსებობს, თუ არა ბალანსი მოთხოვნა-მიწოდებას შორის და როგორი შეიძლება
იყოს მართვის ეფექტური გზები?- ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას ნაშრომის მომდევნო
თავებში შევეცდებით.
Комментариев нет :
Отправить комментарий