შრომითი ბაზარი



სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნების შესწავლის პარალელურად, შრომითი ბაზრის მეტ-ნაკლებად გაცნობა გადავწყვიტეთ. დროის სიმცირის გამო, ფართომასშტაბიანი კვლევა ვერ ჩატარდებოდა, შესაბამისად, ჩვენც ზუსტად იმავე ხერხს მივმართეთ, რომელსაც ცალკეული სასწავლო დაწესებულებები იყენებდნენ გარკვეული პროგრამების შესამუშავებლად და პრაქტიკაში დასანერგად. ავიღეთ ორი ყველაზე პოპულარული საიტი hr.com.ge და jobs.ge  გადავწყვიტეთ, იქ გამოქვეყნებული ვაკანსიები თემატურად დაგველაგებინა და არაფორმალური განათლების მსურველთა მოთხოვნებისთვის შეგვედარებინა. ჩვენი ჰიპოთეზის მიხედვით, ეს ორი (ბაზრის და მსმენელთა მოთხოვნები) ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ საინტერესო იყო, აწვდიდა თუ არა სასწავლებელი მათ  ისეთ პროდუქტს, როგორიც სჭირდებოდათ.

ჩვენ ჰიპოთეზა არ დადასტურდა. ჩვენ მხოლოდ ორივე საიტის პირველი გვერდი დავთვალეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ყველაზე ვაკანტური პოზიციები ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და საბანკო სფეროში იყო.  მოთხოვნა იყო ბუღალტრებსა და ოფის მენეჯერებზეც. ჟურნალისტიკა, რეჟისურა, პროდუსინგი და ტელეოპერატორის ხელოვნების ვაკანტური თანამდებობები ან ერთი-ორი, ან საერთოდ არ შეგვხვედრია. თითქმის ყველა პოზიცია უცხო ენების ცოდნას ითხოვდა. სანაცვლოდ, თითქმის არ იყო მოთხოვნა იმ ვაკანტურ პოზიციაზე, რომლის შესწავლის სურვილიც გამოთქვა ჩვენი რესპოდენტების უმრავლესობამ. შესაბამისად, ჰიპოთეზა, რომ არაფორმალური განათლების მიმართულებას შრომითი ბაზარი განაპირობებდა, ნაწილობრივ არ დადასტურდა. აქ, სავარაუდოდ, ინტერესიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს


რამდენად დაბალანსებულია მიწოდება მოთხოვნასთან, კლევის შედეგებმაც ცხადყო.  

Комментариев нет :

Отправить комментарий

 

Sample text

Sample Text

Sample Text