საკვლევი საკითხი




როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული წესები, რომელიც არაფორმალურ განათლებას პრინციპულ ჩარჩოში მოაქცევს, უფრო მეტიც, ასეთი კანონმდებლობის არარსებობა, ხელისუფლების მხრიდან, არაფორმალური განათლების წახალისებად აღიქმება. დღეს ყველას, იქნება ის იურიდიული  თუ არაიურიდიული პირი,  არაფორმალური განათლების წარმოების შესაძლებლობა ეძლევა.  სხვა საკითხია, რამდენად მისაღებია ამ ორგანიზაციის, ან პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი კონკრეტული დაწესებულებისა თუ ინდივიდისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ის  კონკრეტული პირი ამ დოკუმენტს საერთოდ გასცემს.

მიუხედავად დოკუმენტის/დიპლომის არაღიარებისა, მოკლევადიან კურსებზე მოთხოვნა  იზრდება. იზრდება იმ სასწავლებლების რიცხვიც, რომლებიც დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობენ. კონკურენციის გაძლება დღითიდღე უფრო და უფრო  რთული ხდება. მიუხედავად ამისა, სასწავლებელთა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარ, ინდივიდუალურ გზას მაინც მიაგნო. დღეს საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატება-წარუმატებლობა მსმენელთა და დასაქმებულ კურსდამთავრებულთა რაოდენობით განისაზღვრება. 

მნიშვნელოვანია შრომით ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების თავსებადობა სასწავლებლის მიერ შეთავაზებულ პროგრამებთან და პირიქით.  კვალიფიციური ადამიანური რესურსი, ანუ შედეგი, რომელიც შეიძლება არაფორმალური განათლებით მივიღოთ, არის სასწავლო დაწესებულების მომავალი წარმატების გარანტი. მეტი კვალიფიციური კადრი კი თავისთავად ნიშნავს პროფესიონალიზმის საერთო დონის ზრდას, რაც დადებითად აისახება შესრულების ხარისხზე და ცოტა მოგვიანებით, ქვეყნის ეკონომიკაზეც. 

მოკლე რეზიუმე - თემის აქტუალურობა და მნიშვნელობა

1. საკითხის აქტუალურობა: არაფორმალურ განათლებაზე მოთხოვნა არსებობს და დღითიდღე უფრო მეტად იზრდება. იზრდება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რიცხვიც, რომელიც მსმენელს სხვადასხვა პროფესიული განათლების მიღებას სთავაზობს.  
2. საკითხის მნიშვნელობა: არაფორმალური განათლება - ეს ცხოვრებისეულ გზაზე  იმ ადამიანთა დამკვიდრების შანსია, რომელთაც საკუთარი პროფესიული გამოცდილებით მიღებული უნარები რომელიმე ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  არ ეყოთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამები, რომელსაც მგავსი ტიპის დაწესებულებები სთავაზობენ მსმენელებს სრულად იყოს მორგებული მათი და შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ აუცილებელია როგორც ბაზრის, ასევე პოტენციური მსმენელების მოთხოვნების შესწავლა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ისეთი პროგრამების შემუშავება, რომელიც მრავალმხრივ სარგებელს მოუტანს როგორც მსმენელს, ასევე სასწავლო დაწესებულებას.
3. შესრულების დრო და ხელმისაწვდომობა: გამომდინარე იქიდან, რომ არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ ზღუდავს, სასწავლო დაწესებულების სიმრავლე თვალში საცემია, რაც მის ხელმისაწვდომობასაც თავისთავად განაპირობებს. მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც - არაფორმალური განათლების ნებისმიერი პროგრამა, ძირითადად, მოკლე ვადაზეა გათვლილი, რაც ერთი პროგრამის, გარკვეულწილად, სრულად ათვისების შესაძლებლობას იძლევა. გასათვალისწინებელია მსმენელთა რაოდენობის სიმცირეც მსგავსი ტიპის დაწესებულებაში. ეს კი თავისთავად ამარტივებს (შედარებით) რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის ჩატარების მიმდინარეობას დროითი ფაქტორის გათვალისწინებით. 



Комментариев нет :

Отправить комментарий

 

Sample text

Sample Text

Sample Text