კვლევა 1


მეთოდოლოგია

ნაშრომის დასაწერად გამოვიყენეთ კვლევის რაოდენობრივი (ინსტრუმენტი -კითხვარი) და თვისებრივი (სიღრმისეული ინტერვიუ, ჯგუფური ინტერვიუ) მეთოდები.


რაოდენობრივი კვლევის შედეგები სტუდენტებში

იმის გასარკვევად, თუ რომელი პროფესიაა უფრო მოთხოვნადი, რამდენად დიდია არაფორმალური განათლებისადმი ინტერესი და რის შესწავლას ისურვებდნენ სტუდენტები, შევადგინეთ კითხვარები, ჩავრთეთ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რომლებიც კონკურენტული პროფესიის გარკვევით თვითონვე იყვნენ დაინტერესებულები და ონლაინ სისტემის გამოყენებით, დავუგზავნეთ კვლევის ინსტრუმენტი 150 სტუდენტსა და მოსწავლეს, აქედან 92  იყო გოგნა, 58- ბიჭი.

რაოდენობრივი კვლევის მონაცემთა ანალიზი

რომელ პროფესიას ეუფლებით?























ინტერვიუ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან (თვისებრივი კვლევა - ფოკუს ჯგუფები)

რაოდენობრივი კვლევის შედეგების გაანალიზების შემდეგ , შევხვდით
142-ე საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასელებს და ილიას უნივერსიტეტის განათლებისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებს.

თითო ფოკუს ჯგუფში იყო  6-6 მოხალისე. სქესობრივი ბალანსი დაცული იყო.

 ერთ-ერთი მოსწვალის  განცხადებით, მის ოჯახს არ გააჩნია სახსრები, რომ მან შეძლოს და ჩააბაროს უნივერსიტეტში და მიიღოს უმაღლესი განათლება, თვითონ კი ძალიან სურს ჟურნალისტობა, მაგრამ არ აქვს იმედი, რომ მოიპოვებს სახელმწიფო გრანტს, ამიტომ სიამოვნებით გაივლიდა ჟურნლისტიკის კურსს, კერძოდ ტელე-რადიო ჟურნალისტიკის.

ინტერვიუზე ერთ-ერთმა მოსწავლემ განაცხადა, რომ ასევე კარგი იქნებოდა,  არსებობდეს სახელმწიფო გრანტის გარდა, სწავლის დაფინანსების ალტერნატიული გზაც, თუნდაც ფონდი, რომელიც დაეხმარებოდა მსგავს მონდომებულ მოსწავლეებს  და დაუფინანსებდა სწავლის გადასახადს.

ერთ-ერთი მე-11 კლასელის განცხადებით, მას ძალიან სურდა სამხატრო აკადემიაში ჩაბარება, საკმაოდ კარგადაც ხატავს, მაგრამ მხოლოდ მისი ნიჭიერება არაა საკმარისი, ამიტომ სიამოვნებით ივლიდა სამხატვრო აკადემისთვის მოსამზადებელ კურსებზე.

მოსწავლეთა უმეტესობა დაინტერესებულია ასევე საოფისე კომპიუტერული პროგრამების შესწავლით, რაც შემდგომ დასაქმებაშიც გამოადგებოდა

სტუდენტებმა კი ძირითადად აქცენტი ბუღალტერიაზე გააკეთეს, მათი თქმით, ეს პროფესია ყველაზე მეტად შეიძლება გამოადგეთ,რადგან ელემენტარული ბუღალტერიის ცოდნა ყველა სფეროში საჭიროა. სტუდენტების აზრით, მოკლევადიანი კურსი იმ პროფესიების ადვილად და სწრაფად ათვისების საშუალებას იძლევა, რომელიც შეიძლება უცებ დაგჭირდეს, ხოლო უმაღლესი საგანამნათლებლო პროგრამა, რომელზეც კონკრეტულმა სტუდენტმა გააკეთა არჩევანი, შესაძლოა, მისთვის საჭირო პროფესიის კომპონენტებსაც არ შეიცავდეს. შესაბამისად, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საშუალება, რაც შეიძლება მოკლე ვადებში გაიაროს მისთვის აუცილებელი კურსი.








Комментариев нет :

Отправить комментарий

 

Sample text

Sample Text

Sample Text