среда, 29 января 2014 г.

პროექტის სახელწოდება:


არაფორმალური განათლება - ადამიანური რესურსების მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი და განვითარების სტრატეგია



აბსტრაქტი

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს არაფორმალური განათლების განვითარებისა  და სამიზნე ობიექტში არსებული ხარვეზების კვლევის ანგარიშს,  შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესწავლის საფუძველზე ადამიანური რესურსების მიწოდების მართებულობის განსაზღვრის დაშვებულობას,  რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მონაცემთა ანალიზის შედეგად დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციული ქმედებების აღწერას,  მისი წინარე და მომდევნო პერიოდის სიტუაციურ ანალიზს.

კვლევის ეტაპობრივი მიზნებია: არაფორმალური განათლების მნიშვნელობის, საჭიროების და ახლანდელი მდგომარეობის განსაზღვრა, სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნების  და მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული ბალანსის შესწავლა,  შერჩეულ ორგანიზაციაში ფუნქციონალური ხარვეზების გამოვლენა, მათი აღმოფხვრის გზების დასახვა და ინტერვენციის განხორციელება.

კვლევის სამიზნე ობიექტია ააიპ „სიტყვა ქართული“-ს სასწავლო ცენტრი. ორგანიზაციაში არსებული ხარვეზების გამოსავლენად კვლევა რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების საფუძველზე განხორციელდა. ანალიზის შედეგად განისაზღვრა საზოგადოების დაკვეთა, რაც მეტ-ნაკლებად არგუმენტირებულად ასახავდა ბაზრის მოთხოვნებს. აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი სრულად დაცული არ იყო.

მიღებული შედეგების საფუძველზე შევიმუშავეთ მოთხოვნადი პროფესიების ნუსხა, გავაერთიანეთ რამდენიმე, შეიძლება ითქვას, მონათესავე პროგრამა, დავსახეთ ცნობადობის ამაღლების გზები და შესაძლო ინტერვენციები წარვუდგინეთ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას.

საინტერესო და მოთხოვნადი პროგრამების სინთეზმა, დაბალმა  ფასმა და სწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ შედეგი გამოიღო. ჩვენ მიერ შეთავაზებულმა სტრატეგიულმა გეგმამ გაამართლა. თუმცა გამოვლინდა ხარვეზებიც, რომელიც ორგანიზაციას დასკვნითი რეკომენდაციების  სახით მივეცით.

რეკომენდაციებს წინ სამთვიანი ინტერვენციის შედეგების ანალიზი უსწრებდა. პირველი ეტაპის დასასრულს, რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე (ინსტრუმენტი - კითხვარი), მსმენელთა კმაყოფილების დონე და შენიშვნა/რეკომენდაციების ნუსხაც განისაზღვრა.

პრაქტიკული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არაფორმალური განათლების პროგრამები, ხშირ შემთხვევაში, დგება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, თუმცა  ამის განსაზღვრის მექანიზმები ბუნდოვანია. ძირითადად საკვლევ-სამიზნე ობიექტად გამოყენებულია დასაქმების საიტებზე  გამოქვეყნებული ვაკანსიების თემატიკა, ან უბრალო სატელეფონო ზარები, რომლებიც სასწავლო ცენტრში ამა თუ იმ სასწავლო პროგრამების არსებობის საკითხს არკვევენ.  მნიშვნელოვანი ფაქტორია მსგავსი ტიპის სასწავლებლების სიმრავლე, რაც კონკურენტუნარიანობის დონეს დაბლა სწევს. მიუხედავად ამისა, სწორად შერჩეული და ხალხის მოთხოვნებს ზუსტად მორგებული პროგრამები ორგანიზაციის შედეგიანად  განვითარების საშუალებას იძლევა.

Комментариев нет :

Отправить комментарий

 

Sample text

Sample Text

Sample Text