კვლევა 2


რა შედეგები მოიტანა ინტერვენციამ, როგორია სტუდენტების კმაყოფილების დონე, - ამ და სხვა საკითხის გარკვევა სპეციალური კითხვარის საშუალებით ვცადეთ.

მსმენელთა ასაკი 15-დან 35 წლამდე მერყეობდა. ორივე პროგრამაზე სულ 4 ათკაციანი ჯგუფი იყო.  გამოკითხვაში მონაწილეობა 37-მა მსმენელმა მიიღო.

მონაწილეთა შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, სქესობრივი დისბალანსი იგრძნობოდა. გამოკითხულთა შორის 23 მდედრობით და 14 მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო.  პროცენტული მაჩვენებლები კი ასე გადანაწილდა.








რაც შეეხება თხოვნას, შეეფასებინათ ლექტორები 5 ბალიანი სისტემით, თითქის ყველამ ყველა ლექტორს უმაღლესი 5 ქულა დაუწერა.

კითხვაზე, რას დაამატებდნენ სასწავლო პროგრამას, ყველამ უპასუხა - არაფერს.  ხოლო რეკომენდაციებსა და შენიშვნებში ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და აუდიტორიების სიმცირე ჩაიწერა. 


დასკვნა

კვლევის შედეგად დადგინდა,  რომ არაფორმალური განათლების პროგრამები, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მუშავდება,  თუმცა  ამის განსაზღვრის მექანიზმები ბუნდოვანია. ძირითად მონაცემებს ორგანიზაციები დასაქმების საიტებზე გამოქვეყნებული თემატური ვაკანსიების რაოდენობრივი ანალიზის მიხედვით არჩევენ და სასწავლო პროგრამებსაც ამ მონაცემების საფუძველზე ამუშავებენ. დომინანტურია ისეთი კურსები, როგორიცაა უცხო ენები (ძირითადად, ინგლისური), იურისპრუდენცია, ბუღალტერია, ოფის-მენეჯმენტი, ჟურნალისტიკა, ტელეოპერატორის ხელოვნება

ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არაფორმალური განათლების მიღების მსურველების  ასაკობრივი ზღვარი  18-დან 35 წლამდე მერყეობს. სქესობრივი ბალანსი დაცულია, თუმცა პროფესიების მიხედვით მაინც ნაწილდება. მაგალითად, ტელეოპერატორობის შესწავლის მსურველებში მამაკაცები სჭარბობენ, ხოლო ჟურნალისტიკაზე აქცენტს ქალთა სქესი ამახვილებს მხოლოდ.

არაფორმალურ განათლებაზე ასეთ მზარდ მოთხოვნებს პროფესიული კადრების არარსებობა განაპირობებს. პრესტიჟული პროფესია ყოველთვის პრესტიჟულ სამსახურს არ ნიშნავს. შესაბამისად, ბევრს, ვინც უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა და იმათაც, რომლებიც კოლეჯის დიპლომით მწვერვალების დაპყრობას ცდილობენ, გადამზადების მოკლე ან გრძელვადიანი პროგრამის გავლა სჭირდებათ.

მსგავსს პროგრამებს საზოგადოებას თითქმის ყველა სასწავლებელი სთავაზობს. შესაბამისად, დიდია კონკურენცია. არსებობს პროგრამებისჩავარდნისსაფრთხეც, თუმცა სწორად შერჩეული, ხალხის მოთხოვნებს მორგებული სასწავლო კურსები ორგანიზაციის შედეგიანად განვითარების საშუალებას იძლევა


Комментариев нет :

Отправить комментарий

 

Sample text

Sample Text

Sample Text